суббота, 15 сентября 2012 г.

‎+ მივალ სამყაროდან +

ბალახზე ვიწექით...

იმ წუთის ორსული-ღრუბლები კივილით ჰკარგავდნენ ამინდს და
შეგვრცხვა,რომ მზეებიც ხეებთან დავაბით,
რომ ასე ბითურად დავლაგდით-
იწვიმებს...

სხეულზე მოგხვიე-ფერმკრთალი ,,ზეგის დღე,,
ხვალიდან სიკვდილს რომ ვიწყებდი მახსოვს და
უფალო მე იმ დღით ვცოცხლობდი-შემინდე...
შემინდე!-ის დღეც რომ ამინდზე გათხოვდა.

და შევხვდით (იმ დღიდან 23 საათში)
ცა ღრუბლებს -ნაწვიმარს ჰკიდებდა სხვა ცაზე,
შევხვდით და მე მახსოვს თვალებით ვუთხარით-
რამდენიც ვიყავით ორივე ცალ-ცალკე...

ოცნებით ვხატავდი ოჯახს და ჩვენს შვილებს,
მითხარი!-ბოლომდე რამდენჯერ მეტკინოს?!
მიყვარხარ...
და თუნდაც არ მორჩეს ტკივილი
ის ღამეც ტუჩებზე სირცხვილად გეკიდოს-

თუგინდა სხალტაზე გამხადე საგები,
ის ჩემი ლექსებიც გადმოდე თაროდან
გადმომდე მაგ შენი სუნთქვიდან-ჰაერი
მტკივა /და მიყვარხარ/ - მივალ სამყაროდან..