понедельник, 4 июня 2012 г.

..................

შენგან ბავშვი მინდა მყავდეს
ბავშვი სათნო გრძნობებს ბადებს
ბიჭი მინდა დედას გავდეს
მამის თვალი ქონდეს მწვანე.
მინდა დილით, უთენია
შუაში ჩახტეს: "მამა ადე"
ჩემთან ერთად იმეოროს
სკილისთვის რაც მოამზადეთ.
ოთახებში სულ მიმოყრილს
სათამაშოს ფეხს ვადგამდე
მინდა დედას ყურში უთხრას
დე მიყვარხარ - რომ გავბრაზდე...
მინდა სახლში გვიან მოსულს
ჩემს ლოდინში ჩაგეძინოთ
ლოგინს მივწვე თქვენს გვერდით და
მომატყუოთ... არ გეძინოთ.
მის ნახატებს, მის შედევრებს
მიჩვენებდეს და ხარობდეს
და ერთ ნახატს მინაწერი:
"ჩემი სახლი" რომ ამკობდეს.
მინდა კარებს აღებდეს და
ჩვენთვის ჩაი შემოჰქონდეს
"მე დაგტოვებთ და იცოდეთ
მე მიყვარხართ" - რომ ამბობდეს.
ბავშვი სათნო გრძნობებს ბადებს
ღმერთი მომცემს, რასაც მარგებს
მინდა დედას უმეოროს
თვალი რომ აქვს მამის მწვანე

Комментариев нет:

Отправить комментарий