суббота, 25 августа 2012 г.

მივუშვათ გრძნობები.

მივუშვათ გრძნობები.
ვაცადოთ თარეში
მინდა რომ სიგიჟემ აზრები არიოს,
გავცვალოთ თბილი მზე, გაყინულ მთვარეში
არ მივცეთ გულს ნება, გონება ჩარიოს.
მინდა სიყვარულმა აზრები არიოს,
თავიანთ ნებაზე მივუშვათ ფიქრები,
მინდა რომ ყველაფერს დაერქვას მე და შენ,
მე და შენ მთლიანი სამყარი ვიქნებით.
მივუშვათ გრძნობები თავიან ნებაზე,
სიგიჟით ჩვენც გიჟურ ცეცხლებად ავენთოთ,
მოდი ვისაუბროთ თვალების ენაზე,
შენს სულთან თამაშით მინდა რომ გავერთო.
მინდა რომ მე და შენ გავუსწროთ ერთად დროს,
მე, შენი სული მსურს, რომ გადავიბირო
მე შენში სიგიჟედ შემოვალ წამოდი
და თავსხმა წვიმაში ბავშვურად ვირბინოთ..
მივუშვათ გრძნობები თავიანთ ნებაზე..
უსიტყვოდ ვაჩუქოთ ერთმანეთს ფიქრები,
მინდა რომ ყველაფერს დაერქვას მე და შენ
და ასე მეც და შენც, ერთი მე ვიქნებით.
მივიშვათ გრძნობები თავიანთ ნებაზე,
აენთონ სიგიჟედ, დასახლდნენ თვალებში,
ამ ერთი სიგიჯისთვის დავთმობდი სიცოცლეს,
გავცვლიდი ცხოვრებას ამ უკვდავ წამებში

უშენთავისო ფიქრები

გაბუტულ ტუჩებში მინდა რომ გაკოცო,
მოგხვიო ალერსის ეს მწველი ხელები
მინდა რომ ეს სული მარტო შენ გაგანდო,
მოდი და დაიპყრე-დასისხლე ველები.

მოდი რომ თვალებში უზომოდ გიყურო,
მოდი რომ შეიგრძნო როგორ სცემს ეს გული
და გათენებამდე-დილამდე ვიცინოთ,
მოდი და შევურწყოთ ერთმანეთს სხეული...

მოდი და განთიადს პატაარა შევიგრძნოთ,
მუცელში მფეთქავი,მთრთოლვარე რხევებით
და ყოველ ღამე უხეში ხელებით,
მოდი და მოვფინოთ ცხოვრებას ფერები..

გაბუტულ ტუჩებში მინდა რომ გაკოცო,
რომ ჩემი ალერსის მოგხვიო ხელები,
მინდა რომ პირველად ეს სულ შენ გაგაანდო
მოდი და დაიპყრე-დასისხლე ველები!

среда, 22 августа 2012 г.

* * *


ლამაზო ფეხები მიადგი ერთმანეთს
კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა,
გვირილა გაკოცებს,კანჭებზე ღმერთმანი
შეგრცხვება იცოდე და მე ვერ დაგიცავ
გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები,
ვერ ხედავ მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის?
მზე სხივებს წაგატანს თუ გაგეღიმება
და გვიან მიხვდები ძვირფასო რაც გელის.
თმას ასე თამამად ნურასდროს გაიშლი
ნიავი აგირევს, ფიქრს აგიცანცარებს,
რა ვნებიანია თან ქარი მაისში?!
არ იცი,მაგრამ მე ხომ ვიცი რაც არის.
ეგ ყელი მაღალი,როგორმე დაფარე
იწვიმებს იცოდე და მაინც მოგიწევს,
თუ არ დამიჯერებ,წვეთს შემოგაპარებს,
მუცლამდე ჩაგიღვრის და გვერდში მოგიწვენს.
ვერავინ დაიცავს შენს უმანკოებას,
ცოტა მოერიდე ხალხსა და სამყაროს,
თორემ ჭორაობა დაიწყეს რტოებმა
“რა უბიწოებით გარყვნილი რამ ხარო

გიორგი ზანგური

среда, 1 августа 2012 г.

ტკბილი მოგონება გაქრა


დაგელოდები ..♥

ტკბილი მოგონება გაქრა
ცაზე ვარსკვლავები ჩაქრა
მინდა მოგეფერო .. სად ხარ??
ფიქრი უსაშველო გახდა..

უცებ ნაბიჯი ნელი,
ღამე ბილიკი ბნელი,
ეს სევდა გულის მღრღნელი
მოდი სადა ხარ გელი ..

გახსოვს? ფიქრები ჩრელი
და ერთად ყოფნა ჩვენი
მინდა დაბრუნდეს ის დრო
და ისევ იყო ჩემი ..

მე ეხლა იქ ვარ ხესთან
არ მინდა ვიყო კენტად,
დაგელოდები ჩემთან
წამო წავიდეთ ერთად ..

შენი სიყვარულის ჩემად საზღაური





ამიყოლიე ამიყოლეი ნაზ ბგერებთან გამიყოლიე
დამიხატე მშვიდი სამყარო ვნების გარეშე
და დაარქვი ამ სამყაროს ჩემი სახელი
მეფობა მისი ჩემად დადევი

თავისულფება მომეცი გააღე კარები
მიმღერე სიმღერები რითმის თანმდევი
გამიტაცე ოცნებებში მეცეკვე ტანგო
გადამაფარე ღამე საბანი შუბლზე მაკოცე

დილით გამიღიმე და ყოველი დღე ჩემთან ერთად იცინე
დამავიწყე ძველი დრო ძველი გრძნობები
მომაწოდე მომეცი ახალი ცნობები
მეთამაშე როგორც კატა თაგვს ისე მეთამაშე

გამახსენე რომ კაცი ვარ და არა მხოლოდ გიჟი პოეტი
ჩემთან ერთად იფრინე ოცნებებში
ხელს ნუ გამიშვებ თორე მიწას დავენარცხები
ჩემზე იფიქრე ერთი წამითაც არ დამივიწყო

ეს არის შენი სიყვარულის ჩემად საზღაური
და ეს კანონი მე ჩემ გულში დავაკანონე

ირაკლი რიჟამაძე

















მიყვარხარ...

მიყვარხარ...
მიყვარხარ უსაზღვროდ,უკიდეგანოდ,~
არ ვიცი როგორ ვთქვა გაგაგებინო...
არა და,თურმე ეს მაშინ ხდება 
როცა ამის დრო უკვე წასულა.
მხრებს იჩეჩავენ:
დღეს სად ნახულა ვის გაუგია,
რა დროს ტრფობა და სიყვარულია?!
გაოგნებულნი...
დამთხვეულია ეგ ოჯახქორი...
არა და თითქოს გულწრფელად უკვირთ,
მართლა არ სჯერათ..
და თუ სჯერათ თანაგრძნობას აშკარად ვხედავ...
ვერაფრით ვერ ამიხსნია... რატომ?
რატომაა უდროობა? რატომ ვარ შეურაცხადი?
როდის უნდა ვყოფილიყავით,
რომ სიყვარული შეგვძლებოდა?!
თუ ეს ასეა,მაშ რად არ ვიყავით?
ან მაშინ ვიყავით,როცა ამის დრო იყო?
თუ მაშინ ვიყავით ახლა რატომ ვართ?!
არაფერი მესმის...ვერაფერი გამიგია..
რა სიყვარული რის სიყვარული
გასულელდაო ეგ ოჯახქორი,
სად ნახულა ვის გაუგია 
დღეს ხელად რებდეს მიჯნური კაცი,
აღარც კი გვახსოვს თუ ოდესმე გაგვიგონია,
ალბათ ასეა...თანადგომის,მე მათი მჯერა...
კი, მაგრამ მაშინ რად მიყვარხარ
თუ ამის დრო უკვე წასულა?!
ვერ გავიგე ამის დროა თუ უდროობა,
და თუ სიმართლე გინდა გაიგო
რა თავში ვიხლი ამნაირ ყოფას,
უგულოს და უსიყვარულოს,
რამდენიც უნდა გაიოცონ,
მხრები თუ უნდა ყურებამდე აიტანონ
ჩურჩულით გეტყვი
მე შენ მი–ყვარ–ხარ ...

სამყარო ისეთი ცარიელი იყო, რომ ფიქრებმა დასაჯდომი ადგილი იპოვეს

სამყარო ისეთი ცარიელი იყო, რომ 
ფიქრებმა დასაჯდომი ადგილი იპოვეს. 
ფიქრები ისეთი ცარიელი იყო, რომ 
აზრებმა გარემოს გამოცვლა ითხოვეს. 
გარეთ შემოდგომა ფოთლებს თავს ესხმოდა, 
შიგნით გაზაფხულის ნაკვალევს ვეკვროდი, 
ნაწვიმარ ფანტელებს მზე ცეცხლს უკიდებდა, 
მე წლების გროვებით შემკრთალი ვთბებოდი. 
სამყარო ისეთი ფერმკრკრთალი იყო, რომ 
ფერების საფლავებს ზეცაში მოვძებნი, 
იმდენ თვითმკვლელობას ვუცქირე ფოთლების 
აღარ მაკვირვებდა ხმა ქარის გოდების. 
ვშორდები, ვშორდები, შეგძნებებს ვშორდები 
დრო დროში იწვება დრო დროში მორგებით 
გარეთ შემოდგომა ფოთლებს თავს ესხმოდა. 
შიგნით გაზაფხულის ნაკვალევს ვეკვროდი

მიყვარხარო, მიყვარხარო სიგიჟემდე

მიყვარხარო, მიყვარხარო სიგიჟემდე!
ჩურჩულებენ სევდიანი სონეტები,
დაგეწევი შორს მიმავალ ბილიკებზე
და ვნებების მწველ ალმურად მოგედები!..

შენს ტუჩებზე ტკბილ შარბათად დავიღვრები,
კოცნებს შორის გადავითვლით წამს წამებზე,
ვითამაშებ შენი ყველა ახირებით,
სიყვარულად დაგეფრქვევი წამწამებზე.


არ გავუშვებ ტუჩებს, ჩემზე გაბუტულებს,
ვისაუბრებთ ვნებებზე თუ სიმშვიდეზე...
ყურთან ახლოს, ცხელი სუნთქვა ჩაგჩურჩულებს:
მიყვარხარო, მიყვარხარო სიგიჟემდე...

მოვალ! უძილობა უნდა ჩაგინესტო სულში

მოვალ!

უძილობა უნდა ჩაგინესტო

სულში და გითხრა, რომ ... მართლა მენატრები,

ვიცი გეძინება...როგორ გაგიმეტო

სველი სიჩუმისთვის... რაღაც მენანები.


მოვალ!

ის ტკივილი უნდა გაგინელო

გულს,რომ გიფატრავდა ბინძური ხელებით,

ღამე ნასიცხარი... კოცნით გაგითენო

სუნთქვა შეგიკრა და დაგახრჩო ფერებით.


არადა...

ოთახში მარტო ხარ მგონია,

ფანტავ რუხ ფოტოებს შენი წარსულიდან,

ვიცი ფიფქებივით დამათოვ ფორიაქს

მზეს რომ გამოსტაცე ცხელი სხეულიდან.


იქნებ ...

ბოლო კადრი ქარში გადაგირჩა

მინდა ჩემს თვალებში ჭინკები დათვალო

უნდა გაგაღვიძო! ძილი გადამიცდა

მინდა ფოტოებით თამაში გასწავლო.


მინდა...

ეგ დაჭრილი გული გაგიმთელო

სისხლად დაწრეტილი,ტკივილის ტარებით

შენი უცნაური მზერა დავიჩემო

სახლად გადავიქცე შენი წამწამების.


მოვალ!

ეს სიზმარი უნდა აგიცხადო

სცენას ჩამოვგლიჯო ხავერდის ფარდები,

მინდა დასასრული ერთად განვიცადოთ,

კადრად დამიწყე... და ფილმად დავმთავრდები