суббота, 28 сентября 2013 г.

როგორ წავშალოთ google chrome ის ისტორია?

ახლა მე თქვენ გასწავლით თუ როგორ უნდა წაშალოთ ისტორია google chrome დან.როგორც ვიცით ეს ბრაუზერი ავტომატურად იმახსოვრებს ამა თუ იმ მონაცემებს მაგ. როდესაც შევდივართ facebook ზე იქ რჩება ჩვენი მეილის მისამართი რაც შეიძლება არ გვსურდეს. 

1. დავაკლიკოთ Chrome menu მარჯვენა ზედა კუთხეში     Chrome menu  

2. აირჩიეთ Tools.
3. აირჩიეთ Clear browsing data.

4.ყველა ინფორმაციის წაშლა თუ გსურთ მონიშნეთ ყველა გრაფა;

5.თუ გსურთ მთელი დროის განმავლობაში დაგროვებლი ინფორმაციის წაშლა მაშინ აირჩევთ beginning of time . თუ მხოლოდ ბოლო ერთი საათის, ერთი კვირის,ერთი თვის მონაცემების წაშლა გსურთ აირჩევთ შესაბამის გრაფას.

6.როდესაც ამ ყველაფერს მონიშნავთ პროცესის დასრულებისთვის დააკლიკეთ ღილაკს
 Clear browsing data და დაელოდეთ მონაცემების წაშლას. 

გისურვებთ წარმატებებს! კითხვების არსებობის შემთხვევაში დატოვეთ კომენტარი

youtube.com დან ვიდეოს ან სიმღერის გადმოწერა

http://en.savefrom.net/  აღნიშნული საიტის დახმარებით შეძლებთ  youtube.com დან ვიდეოს გადმოწერას ნებისმიერ ფორმატში. 

http://www.youtube-mp3.org/ka ხოლო ამ საიტის დახმარებით გადმოწერთ youtube.com დან სიმღერის ან ნებისმიერი ვიდეოს mp3 ვერსიას.

გისურვებთ წარმატებებს.

воскресенье, 17 февраля 2013 г.

ღამე ყორანივით შავი

ღამე ყორანივით შავი,
უფრო ნერვიული ხველა.
ყველამ დამანებეთ თავი,
თავი დამანებეთ ყველამ.
ხშირად ვიხედები უკან,
ფიქრი გაწოლილა მთებზე.
ჩემზე ნერვიულობთ ნუღარ
ნუღარ ნერვიულობთ ჩემზე.
დაუნდობელია დრო მთლად,
ბედი ხელუკუღმა მცემდა...
ჩემთან ნუღარავინ მოხვალთ,
მოხვალთ ნუღარავინ ჩემთან.
ღამე ყორანივით შავი,
უფრო ნერვიული ხველა.
ყველამ დამანებეთ თავი!
თავი დამანებეთ ყველამ!

суббота, 26 января 2013 г.

მუზამ ბოლომდე დამაღალატა:
ლექსები ვერც აქ მოვისახადე...
ოცდამესამეს ვიცვამ – პალატას,
ოცდამეორე სხვაგან გამხადეს.

გაბორჯღილი ვარ ჯვარზე იმ ბორჯით...
ვერ გარდმომხსნიან თვით სატანებიც.
არა უშავს რა: თუკი კიბო მჭირს...
ლუდსაც ხომ უნდა – მისატანები.

უკვე ბედთანაც აღარ ვნიძლაობ,
სიკვდილს სიფათში ვენაფაზები
და ყელში ლექსად ამომდის ძმაო,
ამ წუთისოფლის მეტასტაზები.
ხელისგულებზე დაწყვეტილი ხაზები მეწვის
და ამ ხელებით დავუხუჭავ ნოემბერს თვალებს,
ცას შეატყუეს დეკემბერი - ქალივით ბერწი
და დაკვნეტილი ფრჩხილებივით მზის ჩასვლას მალავს.

ბჟუტავს ცა - ღვთისმშობელის მკრთალი პროფილი,
ახლა თუ გინდა დამაბრალე წასვლაც და მოსვლაც,
დგანან ჭადრებად აწოწილი და კმაყოფილი
სიჩუმეები. რა ხანია ცხოვრებას მოვრჩი.

თუ გინდა ახლა ზამთარს მიმცენ გასამეტებლად...
ეშმაკებივით დამყვებიან კვალში ქარები.
ესეც ბედია, ვიწრო სულში ვერ ჩაგეტევი,
პოეტი ვარ და ჩვეულებრივ ვერ მეყვარები.