понедельник, 16 июля 2012 г.

გამომყევი, ჩვენც გავგიჟდეთ

გამომყევი, ჩვენც გავგიჟდეთ
დაშავდება განა რამე?
ჩვენც ჩავიცვათ ის პერანგი
რომ აცვიათ გიჟებს ღამე...

გამომყევი, ჩვენც გავგიჟდეთ
სტიქიობა განვიცადოთ
ეგოს ცეცხლის გაღვივებას
არ ველოდოთ, არ ვუცადოთ.

გამომყევი, ჩვენც გავგიჟდეთ
ყურს ნუ უგდებ ხალხის აზრებს
მე ასე მწამს, შენი რწმენა
უფრო მეტად გაზანზარებს.

გამომყევი, ჩვენც გავგიჯდეთ
გამოვისხათ წელზე ფრთები
მოვიაროთ დედამიწა
ქვევით ზღვა და ზევით მთები.

გამომყევი, ჩვენც გავგიჟდეთ
და მთებს შორის ხიდი გავდგათ
ცის და მიწის გასაყარზე
კიბეები შემოვადგათ.

გამომყევი, ჩვენც გავგიჟდეთ
დაშავდება განა რამე?
გავაღვიძოთ დედამიწა
გავამხნევოთ არემარე.

გამომყევი, ჩვენც გავგიჟდეთ
სანამ ნება მქუხედ სუფევს
ვინ რას გვეტყვის შეშლილებს
და გიჟებივით თავისუფლებს.


ბაჩო გრიგოლია

ნიღაბი




ვიცი, ვიცი ეს სიტყვები
ახლა ძლიერ გაგაოგნებს
ფიქრთა უდრეკ სამეფოში
შეგიპყრობს და დაგიმონებს.
მე კი ვიცი, რატომ დაჰქრის
ჩემში სევდა დარდი-მანდი
ცასთან ახლოს რატომ ვრბივარ
ფურცლად რადღა გადავარდი.
მომეც ნება რომ ხელთ გიპყრო
გთხოვო - მომხსენ ეს ნიღაბი
მინდა კარგად დავინახო
ფურცელს გარეთ ვინ ვიყავი.
გულის წყლულებს ნუ გგონია
სტვენა, ჯღაპნით დაიოკებ
მოწმედ თუგინდ გყავდეს ზევსი
წააწყდები ბნელ ხრიოკებს.
ვიცი, ვიცი ეს სიტყვები
ახლა ძლიერ გაგაოგნებს
გთხოვე - მომხსენ ეს ნიღაბი
მოჩვენებას რომ გაგონებს.
მარტოდმარტო ჰქრის ფერმკრთალი
ცივი, უხმო, კუბოს მსგავსი
მოდებია ირგვლივ ფიქრი
ვითა ჭაობს მყრალი ხავსი.
- ჩამომხსენი ეს ნიღაბი -
უკვე მერამდენედ გთხოვე
რასაც ნახავ ნიღაბს მიღმა
წარსულ ლანდებს გააყოლე.
მაგრამ მაინც გთხოვ განმშორდე
შემოუშვი სიმარტოვე
წადი, წადი არ მობრუნდე
ეგ ნიღაბიც დამიტოვე.

ბაჩო გრიგოლია

მე შეგეხები

ო, ეს ღიმილი გაშლას გავს ვარდის!
და ვიცი, შენთვის ჯერ მზეს არ უთქვამს,
რომ მაგ წამწამთა ტალღებში ჩადის
და დილით მოჰყავს შენს ამოსუნთქვას.
შენ ღმერთი გქვია, ხილული ღმერთი
და ყოველ ღამით იმ ზღვას ქმნი თითქოს,
რომელსაც ათას მდინარედ ვერთვი,
რომელშიც ფიქრი დახრჩობას ითხოვს.
და ვგრძნობ, რომ შენი ნამქერით, ფიფქით,
გადამაფითრებ, ვით თოვლი იას,
მე შეგეხები, შეხების იქით
და გაოგნების მოგიტან ნიავს.
შენს თბილ ხელისგულს მივაყრდნობ ნეკნებს
და ცრემლის ბილიკს მოვძებნი თვალზე,
მოვძებნი მკერდის გადაშლილ ზეგნებს,
რომ გავყვე განცდას, ვით ნადირს კვალზე,
რომ იქნებ ფეხი მომისხლტეს შენში
და ჩავიჩეხო მაგ თმებში ვნებად,
რომ თვლემა იგრძნო ამ სიშმაგეში
და გახელებით მოგვრილი შვება.
და შენს სხეულზე, ხალთა კუნძულებს
შევეხიზნები ფერებით, ნდომით,
შენს მზერას ბნედა მიაუძლურებს,
ვით მინდვრის ბალახს გათელვა ომით
და მერე, როცა ცისკარი მოვა
შენ გაისწორებ კაბის ნაკეცებს,
წახვალ... და დაღლილ ვნებათა გროვა
შემახებს მარტო ყოფნის საცეცებს.

მათე მარადელი

ამბობდნენ: "მოაქვს და მოაქვს..."

ღამეს ვესალმებოდით. თეთრ ღამეს. მერე ერთმანეთს ვესალმებოდით.
გვიანობამდე გვეღვიძა. დიდი სამზადისი გქონდა. მარტო ერთს ველოდით...
ფრენას, უფრო სწორად კი გაფრენას, ყველგან და ყველასთან.
გვეშინოდა მხოლოდ ერთის - უძრაობის!
ჭიქების ჭახუნით დავიწყეთ. მერე ვიმღერეთ, ვიცეკვეთ ბოლოს კი...
ერთმანეთს ვუყურებდით და უაზროდ ვიცინოდით. გვიხაროდა. ერთმანეთს დავცინოდით ხელიდან დავარდნილ ტელეფონზე, წაქცეულ ჭიქაზე, არყის საინზე დასხმაზე...
ღამე კი სულ უფრო და უფრო თეთრდებოდა. შავ ნაჭერზე გადასხმულ თეთრი საღებავივით ედებოდა გარემოს. ჩვენც ვთეთრდებოდით!
ბოლოს ყველას ეძინა.
კიბეზე ვიჯექი და კედლებს ვეჩხუბებოდი დაუკითხავად სმენისთვის... აღარც სიცილი იყო და აღარც ცეკვა.
- მიყვარხარ!
- მეც!
ქარი იყო, სიგარეტი და მე.
შავი დღე დამათენდა თავზე და გამოღვიძებულს ლანდად შემოპარული სიტყვების გაუჩერებელი ჟღერადობა ჩამესმოდა ისევ: მოაქვს და მოაქვს...

ბაჩო გრიგოლია

იისთვალა აისები

ვაჟას იასავით კრძალვით

იის სუნნელს მომაშურებ,

შემომხედავ დამორცხვებით

იის თვალებს მომაშუქებ.

მიღიმილებ,თითქო მაწვევ,

მოსაკრეფად გეშურები,

თმაში უნდა დაგიბნიო

ია––სულის სამოსელი...

მზისთვალება აისი ხარ,

გათენებას შენ გიმადლი,

შემომხედავ ისე კრძალვით,

მომაშუქებს იისთვალი.

იისფერში მექარგები,

იით სავსე იის მადლი,

მომაშურებ იის სუნნელს,

გულ–მკერდს იით ამივსებდი....

ვაჟას იასავით კრძალვით

იის თვალებს მომაშუქებ,

მიღიმილებ....გეშურები,

თითქო მოსაკრეფად მაწვევ...
დამელოდე, მე უთუოდ მოვალ შენთან,
გაკოცებ და ჩემსკენ ნაზად მიგიზიდავ,
არ იფიქრო, რომ სიშორით დრო გაჩერდა,
რომ ცხოვრების განთიადი მიიბინდა.
დამელოდე, მე უთუოდ დაგიძახებ,
რადგან მხოლოდ შენი ნატვრა მასულდგმულებს,
მთვარის შუქზე ჩამომადე თავი მხარზე
და "მიყვარხარ"_უსასრულოდ მაჩურჩულე.
დამელოდე, დრო ლოდინით თუ არ დაგღლის,
თუ ცოდვისთვის მიტევება შეგიძლია,
ყველა გრძნობას, ფიქრად ქცეულს,
შენ გაჩუქებ მხოლოდ,რასაც ჩემი ჰქვია.
და იმ ცაზე, საიდანაც თოვდა სევდა,
დაგანახებ ტრფობის ქარით დაშლილ ღრუბლებს...
დამელოდე, მე უთუოდ მოვალ შენთან
და ოდესმე გულში მაგრად ჩაგიხუტებ

დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო.

http://www.youtube.com/watch?v=zbSFBy7-33s&feature=related                        

ვაჟა-ფშაველა: ჩემი ვედრება

http://www.youtube.com/watch?v=C1RGD5NtIyg&feature=related              

galaktioni , usiyvarulod ,

http://www.youtube.com/watch?v=yYF9w9tw3Sw&feature=related   

გალაკტიონი -- "მერი"

http://www.youtube.com/watch?v=-zg1pOLlyE4&feature=related         

Galaktioni me da game

http://www.youtube.com/watch?v=XkHGjFYOsak&feature=related         

გალაკტიონ ტაბიძე - მთაწმინდის მთვარე

http://www.youtube.com/watch?v=NtgEDE-hp0w                                   

თოვლი.... გალაქტიონი....

გალაქტიონი, საოცარია... გალაქტიონი გიჟია... გასაგიჟებლად საოცარი და რაღაც თბილი, შენი და მხოლოდ შენი



მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა:

მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.

ძვირფასო! სული მევსება თოვლით:
დღეები რბიან და მე ვბერდები!

ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ

უდაბნო ლურჯად ნახავერდები.


ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:
იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,

მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება
შენი თოვლივით მკრთალი ხელები.

ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს,
უღონოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.

იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს
შენი მანდილი ამ უდაბნოში...

ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის
ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,

მწუხარე გრძნობა ქროლვის, მიმოვლის
და ზამბახების წყებად დაწვენა.

თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული სიზმრით დამთოვა.

როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!

არის გზა, არის ნელი თამაში...
და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო!

მე თოვლი მიყვარს, როგორც შენს ხმაში
ერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა!

მიყვარდა მაშინ, მათრობდა მაშინ
მშვიდი დღეების თეთრი ბროლება,

მინდვრის ფოთლები შენს დაშლილ თმაში
და თმების ქარით გამოქროლება.

მომწყურდი ახლა, ისე მომწყურდი,
ვით უბინაოს - ყოფნა ბინაში...

თეთრი ტყეების მიმყვება გუნდი
და კვლავ მარტო ვარ მე ჩემს წინაშე.

თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული ფიფქით დამთოვა.

როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი!
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!