понедельник, 16 июля 2012 г.

გამომყევი, ჩვენც გავგიჟდეთ

გამომყევი, ჩვენც გავგიჟდეთ
დაშავდება განა რამე?
ჩვენც ჩავიცვათ ის პერანგი
რომ აცვიათ გიჟებს ღამე...

გამომყევი, ჩვენც გავგიჟდეთ
სტიქიობა განვიცადოთ
ეგოს ცეცხლის გაღვივებას
არ ველოდოთ, არ ვუცადოთ.

გამომყევი, ჩვენც გავგიჟდეთ
ყურს ნუ უგდებ ხალხის აზრებს
მე ასე მწამს, შენი რწმენა
უფრო მეტად გაზანზარებს.

გამომყევი, ჩვენც გავგიჯდეთ
გამოვისხათ წელზე ფრთები
მოვიაროთ დედამიწა
ქვევით ზღვა და ზევით მთები.

გამომყევი, ჩვენც გავგიჟდეთ
და მთებს შორის ხიდი გავდგათ
ცის და მიწის გასაყარზე
კიბეები შემოვადგათ.

გამომყევი, ჩვენც გავგიჟდეთ
დაშავდება განა რამე?
გავაღვიძოთ დედამიწა
გავამხნევოთ არემარე.

გამომყევი, ჩვენც გავგიჟდეთ
სანამ ნება მქუხედ სუფევს
ვინ რას გვეტყვის შეშლილებს
და გიჟებივით თავისუფლებს.


ბაჩო გრიგოლია

Комментариев нет:

Отправить комментарий