понедельник, 16 июля 2012 г.

ამბობდნენ: "მოაქვს და მოაქვს..."

ღამეს ვესალმებოდით. თეთრ ღამეს. მერე ერთმანეთს ვესალმებოდით.
გვიანობამდე გვეღვიძა. დიდი სამზადისი გქონდა. მარტო ერთს ველოდით...
ფრენას, უფრო სწორად კი გაფრენას, ყველგან და ყველასთან.
გვეშინოდა მხოლოდ ერთის - უძრაობის!
ჭიქების ჭახუნით დავიწყეთ. მერე ვიმღერეთ, ვიცეკვეთ ბოლოს კი...
ერთმანეთს ვუყურებდით და უაზროდ ვიცინოდით. გვიხაროდა. ერთმანეთს დავცინოდით ხელიდან დავარდნილ ტელეფონზე, წაქცეულ ჭიქაზე, არყის საინზე დასხმაზე...
ღამე კი სულ უფრო და უფრო თეთრდებოდა. შავ ნაჭერზე გადასხმულ თეთრი საღებავივით ედებოდა გარემოს. ჩვენც ვთეთრდებოდით!
ბოლოს ყველას ეძინა.
კიბეზე ვიჯექი და კედლებს ვეჩხუბებოდი დაუკითხავად სმენისთვის... აღარც სიცილი იყო და აღარც ცეკვა.
- მიყვარხარ!
- მეც!
ქარი იყო, სიგარეტი და მე.
შავი დღე დამათენდა თავზე და გამოღვიძებულს ლანდად შემოპარული სიტყვების გაუჩერებელი ჟღერადობა ჩამესმოდა ისევ: მოაქვს და მოაქვს...

ბაჩო გრიგოლია

Комментариев нет:

Отправить комментарий