воскресенье, 2 декабря 2012 г.


დროს ტკივილები მტვრით და ქარით მიაქვს...სურვილი სისხლძარღვებს მოედო,ჰგავხარ არითმიას:ასე აცა-ბაცა მიმღვრევ დროებს,უშენო გულის სისხლი ტკივილს ასაზრდოებს.მოდიხარ ქარდაქარ,თანდათან...ხანდახან...კარდაკარ ვეძებ მზის შუქს - მცივა უშენობა...დავლიე სისხლი მე,მე წყალი დავლიედა ვლიე სიცივე...დამეპნა ხურდები,დავლიე შხამი და შენ მაინც მწყურდები.დიდხანს გსვი თუნგიდან,შენ თუ არ გწყურიხარ,ნუ მოხვალ, თუ გინდა!მე სიზიფე ვარ, შენ კი - ლოდი ხარ,და ასე,ქარდაქარ,თანდათან,ხანდახანმოდიხარ!


მაშინაც ასე წვიმდა,მედექი ასე, წინ დაჩუმად იღიმოდი. მაშინაც მასველებდა...იმ კოცნას გახსენებ დაჩუმად იღიმები. ცა... ცაზე გუაში...არაფერ შუაშივარო,- იღიმები... მაშინაც მელნისფერილექსი შეიფერე,ჩუმად იღიმოდი. მაშინაც ასე წვიმდამედექი ასე წინ დაჩუმად იღიმოდი.


ხანდახან ვფიქრობ, რომ ქარის წისქვილებს ვებრძვი...
პეპლებს დავდევ ცელით.
ქარი ამოვარდა!
ქარს როგორ გააჩერებ დედაზრდილის ქსელით?!
რაღაცებს ვწერ, უფრო მეტს - ვერ ვწერ...
ცხოვრებას ფერწერ-
ულ ტილოს ვადარებ,
თან ისეთს - მე არ მაქვს გუაში,
არც აკვარელი,
საერთოდ არაფერ შუაში
არ ვარ, როგორც უცოლო კაცის ცოლის საყვარელი.
ასე, იხატება ტილო უშენოდ.
მე ვწერ, ან უფრო ვერ ვწერ:
მუზა დუმს, ნაციები.
მე კი - ვერაფერს ვერ ვცვლი
სიტყვებით, სიზმრებით, რითმებით და ალიტერაციებით.
რაციებით ვლაპარაკობთ სიზმარში,
შორიდან ისმის შენი ხმა და მეღვიძება.
ყინვამ დამიზრო რაც იები
მქონდა, ვერაფერს ვერ ვცვლი!
შენ რომ წერიხარ იმ ფურცელსაც ვერ ვხევ,
გვერხევა - ქარის წისქვილებს ვებრძვით პოეტები!

ბადე


"ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია..."
არ დაიჯერო,
ადამიანი და-ბადე-ბისთანავე ბადეში ექცევა,
მერე ცხოვრებაც ბადეს აქსოვს,
სიყალბის ბადეს,
ბადეს შურის, ოცნების და სიყვარულის...
და მონას ბადებს.
მოდი, ავაფხრიწოთ ციდან ცისკიდური,
შემოვიხიოთ ტანიდან ბადეები,
ფარდები,
ნიღბები,
გულისთქმები...
ჰაერი აღარ მყოფნის, მახრჩობს კულისები,
ავანსცენები,
მავანსცენები,
კუბიკებიანი ჰალსტუხები,
ჰალსტუხიანი კუბიკები, არაგულწრფელი პასუხები,
კაშნეწაჭერილი პოეტები,
ცალკე კაშნე რომ ახრჩობთ და
ცალკე ხახვნარევი ცრემლები.
მოდი, ღრუბლის ფთილას გადაები,
მოდი, ავიგლიჯოთ ბადეები,
სისხლი გავიწმინდოთ, მოწამლული...
მოდი!


გეტყვი, მხიბლავს შენი ფოტონები,ვცდილობ დაგაბოლო (მონდომებით),შენი ტანიც, თითქოს, გრავიტირებს...სანამ ყველა შავ ხვრელს დავიტირებ,ლექსით მიგიმაგრებ, ვითომ შტატივია.ცხოვრება გაცილებით მარტივია,ვიდრე ატომი და პროტონები.შენი ტანი, თითქოს გრავიტირებს,მე კი - გეხუტები მონდომებით.

იანვრის ლექსი


სითბო, მონატრება, ჰაშიშიფილტვებმა სხეულში დაქარგაუშენო ჰაერი და შიში:დაგკარგავ... ნოტიო შეგრძნება, "მისოუსტ"გულით ნატარები სინათლე,სითბო, ჰაშიში და სისუსტე:გინატრე...


ბინდი დაილია ჰორიზონტს იქით
(ვისკის ჭიქით),
უშენო ჰორიზონტია, ახლა რომ მაწერინებს
(მაწევინებს).
გიყურებ ანჯამებიდან...
დაავადებასავით არის ეს მონატრება,
მე ქრონიკულში გადამივიდა.

ახლა ღამეა და ვუცქერ გალაკტიკას,ჩემი ფანჯრიდან და ფიქრებმორეული,ვფიქრობ სუსტი ვარ და ვეღარ გადავიტან,თუნდაც ზოდიაქოდ მერქვას მორიელი. უფრო ცივი არის ახლა გაზაფხული,და მეც ველოდები აპრილს მომიაროს,ხეზე ყველა კვირტი ფეხებგაჩაჩხული,თითქოს გაზაფხულის სითბოს მშობიარობს. ისევ სიცივე და ღამეც ჩაიცალა,თუმცა პლიუსებიც არსად არ მიდიან:ხეებს დააკვირდით როგორ ჩაიცვან დაქალებს დააკვირდით როგორ გაიხდიან..