ხანდახან ვფიქრობ, რომ ქარის წისქვილებს ვებრძვი...
პეპლებს დავდევ ცელით.
ქარი ამოვარდა!
ქარს როგორ გააჩერებ დედაზრდილის ქსელით?!
რაღაცებს ვწერ, უფრო მეტს - ვერ ვწერ...
ცხოვრებას ფერწერ-
ულ ტილოს ვადარებ,
თან ისეთს - მე არ მაქვს გუაში,
არც აკვარელი,
საერთოდ არაფერ შუაში
არ ვარ, როგორც უცოლო კაცის ცოლის საყვარელი.
ასე, იხატება ტილო უშენოდ.
მე ვწერ, ან უფრო ვერ ვწერ:
მუზა დუმს, ნაციები.
მე კი - ვერაფერს ვერ ვცვლი
სიტყვებით, სიზმრებით, რითმებით და ალიტერაციებით.
რაციებით ვლაპარაკობთ სიზმარში,
შორიდან ისმის შენი ხმა და მეღვიძება.
ყინვამ დამიზრო რაც იები
მქონდა, ვერაფერს ვერ ვცვლი!
შენ რომ წერიხარ იმ ფურცელსაც ვერ ვხევ,
გვერხევა - ქარის წისქვილებს ვებრძვით პოეტები!
Комментариев нет:
Отправить комментарий