воскресенье, 2 декабря 2012 г.

ბადე


"ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია..."
არ დაიჯერო,
ადამიანი და-ბადე-ბისთანავე ბადეში ექცევა,
მერე ცხოვრებაც ბადეს აქსოვს,
სიყალბის ბადეს,
ბადეს შურის, ოცნების და სიყვარულის...
და მონას ბადებს.
მოდი, ავაფხრიწოთ ციდან ცისკიდური,
შემოვიხიოთ ტანიდან ბადეები,
ფარდები,
ნიღბები,
გულისთქმები...
ჰაერი აღარ მყოფნის, მახრჩობს კულისები,
ავანსცენები,
მავანსცენები,
კუბიკებიანი ჰალსტუხები,
ჰალსტუხიანი კუბიკები, არაგულწრფელი პასუხები,
კაშნეწაჭერილი პოეტები,
ცალკე კაშნე რომ ახრჩობთ და
ცალკე ხახვნარევი ცრემლები.
მოდი, ღრუბლის ფთილას გადაები,
მოდი, ავიგლიჯოთ ბადეები,
სისხლი გავიწმინდოთ, მოწამლული...
მოდი!

Комментариев нет:

Отправить комментарий