среда, 30 мая 2012 г.

13 სიცოცხლე მოვუგე სატანას

სამი კამათელით ეშმაკს გავეჯიბრე,
სამი ექვსიანი(6 6 6) ისევ მე დამიჯდა,
13 სიცოცხლე მოვუგე სატანას
და ყუმარბაზობა წამს სისხლში გამიჟდა...
ეჭვებს შევედავე, ნუთუ მართლა არის
სამყაროს მბრძანებელი ის დიდი-ერთი,
ერთი გასროლით დავას დავასწარი
და ვაღიარე- აქ მე ვარ ღმერთი...
ვიცი გაგიკვირდა, შენ ღმერთის რა იცი-
ღმერთმა შეგინდოსო და ხელებს იბანავებ,
საკუთარ თავს უშველე, პირჯვარი გადაიცვი,
თორემ დრო მოვა და ისევ მე გინანავებ...
სამი კამათელით ეშმაკს გავეჯიბრე,
სამი ექვსიანი(6 6 6) ისევ მე დამიჯდა,
13 სიცოცხლე მოვუგე სატანას,
მიხვდნენ ღმერთი ვიყავ და ყველა გაგიჟდა...

Комментариев нет:

Отправить комментарий