ვხედავ როგორ გიშლის ნაწნავს ეს ველური ქარი,
ვხედავ როგორ გეფერება წვიმის წვეთი ვნებით
ვხედავ როგორ ჩაგაპარა მკერდში მთვარემ თვალი
და ვეღარც მე დავიკვეხნი დიდი მოთმინებით...
ვხედავ მზემაც ლოყაზე რომ სხივი გტყორცნა,
ვერადავერ მოგაწვდინე ჩემი კოცნა...
ვხედავ როგორ გეფერება წელზე ჭრელი ცისარტყელა,
ვხედავ შენი სიყვარულით ქარიშხლად რომ იქცა სიო,
შენ კი უარით გაისტუმრე მოარშიყე მამრი ყველა,
მე კი ვზივარ ცივ ტილოსთან უჩუმრად, უფანტაზიოდ...
და მაინც...
ვხედავ ფუნჯის მოძრაობას ჩემი ხელით
როგორ უცებ გავაჩინე შენი ყელი...
ვხედავ ვნებით ცეცხლმოდებულ ტილოს
სადაცაა დავიპყრობ მის ყველა სანაპიროს...
ვხედავ შენი სახის ნაკვთებს როგორ აჩენს ფუნჯი,
სანთლის შუქიც დაეძებს ჯერ დაუხატავ თვალებს,
ფუნჯი ტუჩთან რომ მიაღწევს ხდება უნჯი
და დასათრობად დაეძებს ქუჩის მთვრალებს...
მერე ნაზად ჩაუყვება გრძელ ხერხემალს,
ხორცს შეასხამს ალაგ-ალაგ ჩონჩხის შტრიხებს,
ასეთი რამ შეშურდება სულ ყველა ქალს,
ვნება იპყრობს ფუნჯს და უკან აღარ იხევს...
ვნება იპყრობს ფუნჯს და დაჟინებით ავლებს შტრიხებს
ვნება იპყრობს ფუნჯს და ულამაზეს სხეულს ქარგავს,
ვნება იპყრობს ფუნჯს და უკან აღარ იხევს,
ძუძუს თავებს ვით თავთავებს ისე ხატავს...
გამჭვირვალე კაბაც ისე მორცხვად ლანდავს,
რომ ლამის დამიბრმავოს ურცხვად გაყინული ორი თვალი,
თუმცა რასაც ვხედავ ყველა გრძნობას ფანტავს
ნახეთ როგორ ურცხვად მოჩანს თავთავებთან შავი ხალი...
ამ დროს ჩემს საღებავით დაბერილ ფილტვებს,
ავიწყდებათ სუნთქვა ისე მძაფრად იძვრის,
მე კი ამ დროს ვეწევი და შენზე ვფიქრობ,
ჰადესსაც გავახსენდი და უკანასკნელ წამებს მითვლის...

Комментариев нет:
Отправить комментарий