среда, 30 мая 2012 г.

ისევ მონატრება მომერია

ისევ მონატრება მომერია,
იცი როგორ მინდა მოგეხვიო?!
შენი ტანი იყოს როიალი
ჩემი თითები რომ მოგერიოს...
ისევ მომელანდე დაისას,
ტილო საღებავით კვლავ დავსვარე,
დღე უკუნეთით გაიცრიცა,
მთვარე ყრუ ღრუბლებში დასრიალებს...
ლექსად აგიხსენი სიყვარული,
-მიყვარხარ-
ისევ ფურცელს ჩავჩურჩულე,
და მაინც არ ვიცი სინანული,
ჩვენზე ხომ ჩიტებიც ჩურჩულებენ...

Комментариев нет:

Отправить комментарий