იცი?..შენთან იოლია სუნთქვა...
და იცი?..შენთან იოლია ყოფნა..
ალალია შენთვის ჩუმად ნათქვამი
"მომენატრე,ნეტავ როდის მოხვალ?"
იცი?..თითქოს დღეს სხვაგვარად დაღამდა
და სხვაგვარად მომეპარა ღამე,
და სანამ ძილს უმკლავდება თვალები
დაგიწერო ჩემო მინდა რამე...
და სიზმარში მოგეპარო მალულად
არ მელი და არ მიცქერი როცა,
დავიხარო ფრთხილად ღამემოსხმულმა
ტუჩის ბოლოს დაგიტოვო კოცნა...
იცი?...შენთან გასაოცრად ვიღიმი...
მენატრები,გეძახი და გიცდი..
მინდა ერთხელ ჩაგეხუტო ისევ და..
ყურთან გითხრა გიჩურჩულო ...იცი?...
და იცი?..შენთან იოლია ყოფნა..
ალალია შენთვის ჩუმად ნათქვამი
"მომენატრე,ნეტავ როდის მოხვალ?"
იცი?..თითქოს დღეს სხვაგვარად დაღამდა
და სხვაგვარად მომეპარა ღამე,
და სანამ ძილს უმკლავდება თვალები
დაგიწერო ჩემო მინდა რამე...
და სიზმარში მოგეპარო მალულად
არ მელი და არ მიცქერი როცა,
დავიხარო ფრთხილად ღამემოსხმულმა
ტუჩის ბოლოს დაგიტოვო კოცნა...
იცი?...შენთან გასაოცრად ვიღიმი...
მენატრები,გეძახი და გიცდი..
მინდა ერთხელ ჩაგეხუტო ისევ და..
ყურთან გითხრა გიჩურჩულო ...იცი?...
Комментариев нет:
Отправить комментарий